ევროპის უნივერსიტეტების კონსორციუმის (EUC) წარმომადგენლები კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტები, როგორიცაა IE University (ესპანეთი), Bocconi University (იტალია), Modul University Vienna (ავსტრია), Constructor University (გერმანია) და Brussels School of Governance (ბელგია).


პრეზენტაციისა და გამოფენის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, მიღების პროცედურების, სტიპენდიებისა და ევროპაში სტუდენტური ცხოვრების შესახებ.


შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც თითოეულ დაინტერესებულ მოსწავლეს შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო ინდივიდუალური რეკომენდაციები და დაესვა მისთვის მნიშვნელოვანი კითხვები.


მსგავსი ტიპის შეხვედრები კომაროვის სკოლაში აქტიურად ტარდება, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და მოსწავლეთა განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით.


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784